samedicinotargmna.ge

სამედიცინო თარგმნა პროფესიონალურად

ჩვენი კომპანია დაარსდა იმ მოტივით, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მთარგმნელობითი მომსახურება მხოლოდ სამედიცინო სფეროში.

ჩვენი გუნდი შედგება დარგის გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომელთა ერთობლივი პროფესიული გამოცდილება აღემატება 50 წელს სამედიცინო თარგმნის ინდუსტრიაში.

ჩვენი თარჯიმნების მიერ კარიერის მანძილზე ჯამურად ნათარგმნია 40,000 სამედიცინო დოკუმენტზე მეტი, რაც ჩვენ გუნდს სამედიცინო თარგმნის სფეროში პრემიუმ კლასის სერვისის მომწოდებლად აყალიბებს.

0 +

პროფესიონალი მთარგმნელი

0 +

50 წლიანი ჯამური გამოცდილება

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი მომსახურება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია რესურსი ვიმუშაოთ სხვადასხვა ინდუსტრიის მასალებზე, ჩვენი კომპანია სრულად არის კონცენტრირებული სამედიცინო თარგმანზე და უზრუნველყოფს მის უმაღლეს სტანდარტზე შესრულებას. როგორც ყველა სფეროში, მაღალი პროფესიონალიზმი და სპეციალიზაცია პირდაპირ აისახება შედეგის ხარისხზე.

იმ დროს, როდესაც საქართველოს რეალობაში ერთი თარჯიმანი მუშაობს დანადგარის ტექნიკური ინსტრუქციისა და იურიდიული დოკუმენტის თარგმნაზე, ჩვენს კომპანიაში სამედიცინო თარგმანზე მუშაობენ ვიწრო პროფილის სპეციალისტები, რომლებიც სპეციალიზდებიან კონკრეტულად სამედიცინო თარგმნაზე.

სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი შესრულებული თითოეული დოკუმენტის თარგმანი საუკეთესოა.

სამედიცინო სფერო თავისი ხასიათიდან გამომდინარე არ ტოვებს შეცდომის დაშვების სივრცეს, რასაც ჩვენ ვუზრუნლვენყოფთ შემდეგი გზებით:

კლინიკური სიზუსტე: ოდნავმა უზუსტობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დიაგნოზსა თუ ოპერაციის დაგეგმვაზე. ჩვენი თარგმანი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამედიცნო სტანდარტებთან (ICD-10/11 და SNOMED), რაც უზრუნველყოდს, რომ თქვენი სამედიცინო დოკუმენტი ერთნაირი სიზუსტით იყოს აღქმული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექიმის მიერ. ჩვენი თითოეული თარგმანი მოქცეულია აღნიშნულ სტანდარტებში, რაც უნივერსალური ენაა სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალისთვის.

ექსპერტი თარჯიმნები: ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 20-მდე თარჯიმანი, რომელთაც აქვთ მიღებული ფორმალური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ფარმაკოლოგიაში, ონკოლოგიაში, ქირურგიის პროტოკოლებში და ა.შ. მათ ეს გამოცდილება მიღებული აქვთ უშუალოდ საერთაშორისო კლინიკებში მუშაობის შედეგად. გარდა ამისა განსხვავებული და ახალი ტერმინები მოწმდება დამატებით ავტორიტეტული წყაროებით, როგორიცაა Merck (Merck Manual)-ის სამედიცინო ცნობარი და ოქსფორდის სამედიცინო ლექსიკონში (Oxford Medical Dictionary).

სტანდარტების დაცვა: ჩვენს კომპანიაში მკაცრად კონტროლდება თარგმნის სტანდარტები. ჩვენი მომსახურება თარგმანთან ერთად მოიცავს ნოტარიულ დამოწმებას. ჩვენ დანერგილი გვაქვს ISO 17100-ის შესაბამისი სტანდარტები, რაც გულისხმობს, რომ თარგმანი გადის რედაქტირებას მეორე, დამოუკიდებელი თარჯიმნის მიერ.

ჩვენი თარჯიმნები ფლობენ მინიმუმ 5 წლიან პროფესიულ გამოცდილებას და სამედიცინო თარგმნის პროცესში იყენებენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის სამედიცინო და გენეტიკურ ინფორმაციის დაცვას. ამ მიზნით, მოქმედებს შიდა რეგულაციები, რომლებიც ბევრ ასპექტში შეესაბამება GDPR-ის (General Data Protection Regulation) მოთხოვნებს და თანხვედრაშია საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობასთან.

კონკურენტული ფასი

ჩვენთან დაბალი ფასებია!

მთარგმნელები

პროფესიონალ მთარგმნელთა გუნდი.

სწრაფი მომსახურება

სამედიცინო ანალიზების და კვლევების თარგმნა

ხარისხის სტანდარტი

სამედიცინო თარგმანის სერვისი

მაქსიმალური სიზუსტე: მცირე შეცდომაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იყოს პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

დაცული მონაცემები: პაციენტის პირადი ინფორმაცია თარგმნის დროს სრული კონფიდენციალურობით არის დაცული.

ღირებულება: ერთი გვერდის თარგმნა 10–15 ლარი.

ვადა: ერთი სამუშაო დღე.

პროფესიონალი თარჯიმნები: უცხოეთის კლინიკებში მუშაობის გამოცდილება და განათლება.

ნოტარიული დამოწმება: სურვილის შემთხვევაში.

samedicino dokumentebis targmna

ზუსტი

ფაქტობრივი მონაცემები (ციფრები, ერთეულები, სიმპტომები) უნდა ემთხვეოდეს დედანს.

samedicino targmna

ობიექტური

მთარგმნელს არ აქვს უფლება დაამატოს საკუთარი აზრი ან “შეამსუბუქოს” დიაგნოზი.

profesionaluri targmna

კონფიდენციალური

პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვა ეთიკის უპირველესი ნორმაა.

ენები

რომელ ენებზე ვთარგმნით სამედიცინო დოკუმენტაციას?

ჩვენი კომპანიის თარჯიმნები უზრუნველყოფენ სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნას მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ენაზე: ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული, ჩინური, ინდური, ესპანური, ფრანგული, არაბული. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ თარჯიმნებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დოკუმენტაცია ვთარგმნოთ ისეთ უიშვიათეს ენებზე როგორიცაა ისლანდიური, მალტური და სხვა.

www.samedicinotargmna.ge

ჩვენი კომპანიის უპირატესობები:

www.samedicinotargmna.ge
40,000-ზე მეტი ნათარგმნი სამედიცინო დოკუმენტი
მხოლოდ სამედიცინო თარგმანის სპეციალისტები
სამედიცინო თარგმანში მუშაობის 50+ წლიანი გამოცდილება
ISO 17100 შესაბამისი; მეორე თარჯიმნის რედაქტირება; ტერმინოლოგიის სიზუსტის პროგრამა
სტანდარტების შესაბამისობა ICD-10/11 & SNOMED; კლინიკური სიზუსტე

დოკუმენტების თარგმნა

რა ტიპის სამედიცინო დოკუმენტებს ვთარგმნით?

ჩვენს კომპანიაში ითარგმნება ნებისმირი ტიპის, სირთულის და მოცულობის სამედიცინო დოკუმენტები.

თარგმნის ფასები

რა ღირს თარგმნა?

ჩვენი მომსახურების ფასი დამოკიდებულია სათარგმნი დოკუმენტაციის ტიპზე, სიტყვების რაოდენობაზე, სათარგმნი ენების არჩევანზე, სირთულეზე, სრული მასალის მოცულობაზე, ვადებსა და დამოწმების საჭიროებაზე. მაგალითად, სტანდარტული ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა №100) თარგმნა ქართულიდან ინგლისურზე ღირს დაახლოებით 15 ლარი გვერდი, მაშინ როდესაც სამედიცინო ლიტერატურის თარგმნისას ერთი გვერდის ფასი დაახლოებით 50 ლარია. რაც შეეხება ფორმა №100 ხშირად ითარგმნება მომდევნო დღისთვის, ხოლო უფრო კომპლექსური და მოცულობითი მასალის შემთხვევაში თარგმნის პროცესს შესაძლოა რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.

ზუსტი ფასის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტის მიღებისა და მისი დეტალური შეფასების შემდეგ. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტები, რათა გაცნობოთ ზუსტი ღირებულება.

0 +

მომხმარებელი

0 +

თარგმნილი სამედიცინო დოკუმენტი

0 %

ხარისხი

FAQ

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

  • 1. თარგმნით თუ არა სამედიცინო საბუთებს AI-ს გამოყენებით?

    არა, ჩვენს კომპანიაში თარგმანს მხოლოდ სამედიცინო თარგმნის სპეციალისტები ასრულებენ. სამედიცინო დოკუმენტაცია ძალიან სენსიტიური და საპასუხიმგებლო მასალაა, მისი სრულყოფილად შესრულება ხელოვნურ ინტელექტს ჯერჯერობით არ შეუძლია.

  • 2. უსაფრთხოა თუ არა ჩემი პირადი ინფორმაციის თქვენთან გადმოგზავნა და რამდენ ხანს ინახება თქვენს სისტემაში?

    დიახ, კომპანიაში დანერგილია შიდა პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება GDPR სტანდარებტს და უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას მესამე პირთაგან. თარგმნის დასრულების შემდეგ, მომხმარებლის ინფორმაცია ავტომატურად იშლება 30 დღის ვადაში.

  • 3. ასრულებთ თუ არა ლაბორატორიული ანალიზების ერთეულების კონვერტაციას?

    დიახ, ლაბორატორიული მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ერთეულებით იზომება (მაგ., mg/dL და mmol/L). ჩვენი თარჯიმნები ზედმიწევნით იცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში ერთეულებს აკონვერტირებენ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ქვეყანაში უნდა მოხდეს დოკუმენტის წარდგენა, რათა ექიმისთვის ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად გასაგები და ზუსტად აღქმადი. საკითხი, რა თქმა უნდა, წინასწარ უთანხმდება მომხმარებელს.

  • 4. როგორ უნდა მოგაწოდოთ სათარგმნი საბუთები?

    შეგიძლიათ დოკუმენტები გამოგვიგვზავნოთ ელექტრონული ფორმით მეილზე: info@samedicinoTargmna.ge.